ალაქ ონში, ბეერ-შევას სახელობის პარკში მდებარე 7 X 7 -ზე მასტერ ლიგის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე გიორგი (ბოკვერა) კირვალიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.

by magda

19/07/2024

📢⚽🏆ქალაქ ონში, ბეერ-შევას სახელობის პარკში მდებარე 7 X 7 -ზე მასტერ ლიგის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე გიორგი (ბოკვერა) კირვალიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.
⚽ტურნირი ჩატარდა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, ა(ა) იპ ონის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა “მამისონის” და რაჭა – ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით.
⚽👥ტურნირში მონაწილეობდა შვიდი გუნდი:
1. ქ.ონის გუნდი – “ონელი”
2. ქ.ონის გუნდი – “მოედანი”
3. ქ.ონის გუნდი – “სამოცბინიანი”
4. სოფ.ღარის გუნდი – “ღარი”
5. სოფ.ღების გუნდი – “ღები”
6. სოფ.გლოლის გუნდი.
7. “მოჭიდავეების” გუნდი.
🏆⚽ფინალურ შეხვედრას ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ოშხერელი.
📢 ტურნირის მონაწილეები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ:
🥅ტურნირის საუკეთესო მეკარე – ნიკა ჯიჯეიშვილი.
⚽ ტურნირის ტექნიკური მოთამაშე – თორნიკე ბერელიძე.
⚽ტურნირის საუკეთესო თავმდამსხმელი – დავით ბოხაშვილი.
⚽ტურნირის პერსპექტიული მოთამაშე – გიორგი გავაშელიშვილი.
⚽ტურნირის საუკეთესო მცველი – გიორგი გოგრიჭიანი.
⚽ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველი – ანდრო მეტრეველი.
⚽ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი – ბექა ჯელაძე.
🏆🏅 მონაწილე გუნდებს გადაეცათ თასები და ფასიანი საჩუქრები.
🏆🥇 გამარჯვებულ გუნდს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა და მოადგილე-გიორგი მარკოიშვილმა ფულადი ჯილდო გადასცა.

 

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content