ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა მოადგილეებთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

by magda

10.07.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა მოადგილეებთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმრებს მუნიციპალიტეტის პოტენციალი და განვითარების სამომავლო გეგმები გააცნეს, ასევე ისაუბრეს იმ სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რაც მუნიციპალიტეტში დაგეგმილია და ხორციელდება.
მისიის წარმომადგენლებმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.
ძირითადი აქცენტები გაკეთდა მისიის როლის, მისი მანდატის განხორციელების გზების, არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ.
შეხვედრაზე სერგი ხიდეშელმა ისაუბრა ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების როლზე მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში, მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, საქართველოში სტაბილურობაში, უსაფრთხოებასა და მშვიდობაში შეტანილი წვლილისთვის.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მზაობა გამოთქვეს მომავალ ურთიერთთანამშრომლობაზე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content