12
04.07.2024წ.
მოსახლეობის საყურადღებოდ!
6 და 7 ივლისს, ქალაქ ონის შოთა ბუგიანიშვილის სახელობის საავადმყოფოში უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდება!
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ქუთაისის ენდოკრინოლოგიური ცენტრის მედიკოსები ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამედიცინო დახმარებას გაუწევენ შემდეგი მიმართულებით:
ენდოკრინოლოგი (ფარისებრი ჯირკვალი, დიაბეტი)
ნეფროლოგი (თირკმლები)
დერმატოლოგი (კანის სპეციალისტი)
ნევროპათოლოგი (მ.შ. ბავშვთა)
ექოსკოპისტი (ფარისებრი ჯირკვლის და მუცლის ღრუს ექოსკოპია)
ჩატარდება კვლევები:
TSH-ჰორმონის განსაზღვრა
გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა
D- ვიტამინისა და ელექტროლიტების განსაზღვრა (საჭიროებისამებრ)
დამატებითი ინფორმაციისთვის შგიძლიათ მიმართოთ ააიპ ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს.
599 93 11 92
ონის მუნიციპალიტეტის მერია გისურვებთ ჯანმრთელობას !