ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სკოლამდელი განათლების ალტერნატიული მოდელების მხარდაჭერის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადრეული და სკოლამდელი განათლების სამმართველოს წარმომადგენლებსა და ამავე სამმართველოს jICA ექსპერტთან – მასაჰირო კატოსთან

by magda

28.05.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სკოლამდელი განათლების ალტერნატიული მოდელების მხარდაჭერის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადრეული და სკოლამდელი განათლების სამმართველოს წარმომადგენლებსა და ამავე სამმართველოს jICA ექსპერტთან – მასაჰირო კატოსთან.
ვიზიტის ფარგლებში მოეწყო საქმიანი შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებელ პირებთან, ასევე მათთან, ვინც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი ალტერნატიულ ცენტრებში, როგორც საგანმანათლებო, ასევე ხარისხის სტანდარტის შესასრულებლად პროცესის სწორად და თანმიმდევრულად მართვაზე.
ამავე ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ალტერნატიულ ცენტრებში, რომლებიც 2023 წლის ნოემბრის თვეში გაიხსნა და ფინანსურად მხარდაჭერილია JICA-ს და ბატონი მასაჰირო კატოს მიერ. ალტერნატიულ ცენტრებს ამ ეტაპზეც, გადაეცა საგანმანათლებლო რესურსები.
ყველაზე საინტერესო გარემოება, რაც ხაზგასმით აღინიშნა ვიზიტის დროს, ეს არის შემდგომი ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელება მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content