13
24.04.2024
მიმდინარე წლის 24 აპრილს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიში განსახილველად.
3. ონის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია 2024 წლის I კვარტლის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ.
5. ონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის და არსებული პრობლემების შესახებ.
6. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია განვლილი სამი თვის მუშაობის შესახებ.