რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა, ონის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, როგორც გზებზე გადაადგილების ისე ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ.

by magda

7.02.2024

მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ტექნიკა, შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
📍🤝🏻 ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – ბაჩანა მარკოიშვილმა, მოადგილებთაან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მოინახულა ელექტროენერგიის აღდგენითი და გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ასევე გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს.
🟢 სამუშაოები როგორც გზების წმენდის მიმართულებით ისე ელ.ენერგიის აღდგენის კუთხით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content