ქალაქ ონის მოსახლეობას დღეიდან თანამედროვე ტიპის, სრულიად ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება

by magda

29.02.2024წ.

ქალაქ ონის მოსახლეობას დღეიდან თანამედროვე ტიპის, სრულიად ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება.
მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, ქალაქის ტერიტორიაზე ავტობუსი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს, რაც გულისხმობს, მოსახლეობასთან შეთანხმებით და მათი აზრის გათვალისწინებით, ავტობუსის გადაადგილების საბოლოო მარშრუტის და გაჩერებების დადგენას, ასევე შესაძლებელია მოძრაობის დროების და გრაფიკის ცვლილება.
მგზავრებს შესაძლებლობა ექნებთ, მინიმალურ ფასად – 50 თეთრად, კომფორტულად გადაადგილდნენ ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით, შეღავათით ისარგებლებენ 17 წლამდე ასაკის პირები, მათთვის გადაადგილება იქნება უფასო.
ქ. ონში საზოგადოებრივი ტრასპორტის მიმოსვლა, რომელიც ხორციელდება M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით, 26 მგზავრზეა გათვლილი და ტრანსპორტირებას ახდენს დღეში 6-ჯერ (ყოველდღიურად).
ავტობუსი იმოძრავებს (საორიენტაციოდ):
08.15-დან 10:00-მდე;
13.00-დან 14.50-მდე;
16:00 დან 18:30 მდე;
შემდეგი მარშუტით:
დემეტრე II მოედანი (სადგური)➡️ ა. წერეთლის ქუჩა ➡️მოედნის ქუჩა ➡️ სოფელ კომანდლის გადასახვევი ➡️ გ.სააკაძის ქუჩა ➡️ ი.ჭავჭავაძის ქუჩა ➡️ ნ. ბარათაშვილის ქუჩა➡️ ქაფიანიძის ქუჩა ➡️აღმაშენებლის მოედანი➡️ვახტანგ VI-ის ქუჩა ➡️სოფელი ღარი (მაღაზიასთან)➡️ სოფელ ლაგვანთის გადასახვევი.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ!

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content