ონის მუნიციპალიტეტში ჭიდაობის კლუბი “შოვი” დაარსდა

by magda

22.02.2024წ

ონის მუნიციპალიტეტში ჭიდაობის კლუბი “შოვი” დაარსდა.
კლუბი გააერთიანებს საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე სპორტსმენებს, სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული აქტივობები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ჭიდაობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
კლუბის გასხნასთან დაკავშირებით, 23 თებერვალს, 12:00 საათზე, ჭიდაობის დარბაზში ჩატარდება შეჯიბრი, ადგილობრივ ფალავანებს შორის.
ღონისძიებას დაესწრებიან ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები.

 

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content