2
06.06.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ადმინისტრაციულ ერთეულში და უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მძიმე ტექნიკის დახმარებით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. ასევე იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის.
მოსახლეობას გთხოვთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე გადაადგილებისას.