ონის სარაგბო გუნდი „ბუბა“, რომელიც ერთიანდება რეგიონალურ სარაგბო კლუბ „ამარანტები“ -ში, აცხადებს 6-დან 16 წლამდე გოგონებისა და ბიჭების მიღებას

by magda

08.01.2024წ.

ონის სარაგბო გუნდი „ბუბა“, რომელიც ერთიანდება რეგიონალურ სარაგბო კლუბ „ამარანტები“ -ში, აცხადებს 6-დან 16 წლამდე გოგონებისა და ბიჭების მიღებას.
მსურველებს დაგხვდებათ სასიამოვნო და უსაფრთხო გარემო, რომელსაც უზრუნველყოფს კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიონალი მწვრთნელთა გუნდი.
მოთამაშეები ყოველგვარი გადასახადის გარეშე, უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა საჭირო ინვენტარით, ეკიპირებით და ტრანსპორტით.
„ამარანტები“ არის მრავალფუნქციური კლუბი სადაც მოთამაშეები სარაგბო უნარების გარდა, სპორტის სხვა სახეობებშიც მოსინჯავენ ძალებს. ასევე კლუბი „ამარანტები“ ჩართულია და მომავალშიც ჩაერთვება სხვადასხვა სოციალურ პროექტებსა და ღონისძიებებში, რომელიც კიდე უფრო გაზრდის და გააერთიანებს სარაგბო დიდ ოჯახს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content