58
13.11.2023წ.
ონის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით დაფინანსებული პროექტები დასრულებულია.
ამჟამად, აღნიშნული პროგრამით, სოფ. ფსორში სასმელი წყლის კვლევა-ძიების და სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის სახელშეკრულებო თანხამ 20 000 ლარი შეადგინა.
პროექტის ფარგლებში მოხდა წყლის კვლევა-ძიება, გრუნტის გაბურღვა შესაბამისი მექანიზმით, 0,75 კვტ. წყლის ტუმბოს მონტაჟი ყველა დამხმარე მოწყობილობით, ასევე მოეწყო შესაბამისი შენობა, გაუკეთდა ჰიდროიზოლაცია და დაისხა ბეტონის საფარი.