სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

by magda

09.08.20

სტიქიის ზონაში, ამ დროისთვის 90-მდე მძიმე ტექნიკა 8 ძირითად მდებარეობაში აგრძელებს სამუშაოებს.
მაშველების ზედამხედველობით და მითითებით, შველა-ძიების სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, მთავარი ძალისხმევა ე.წ კოტეჯების ტერიტორიაზეა მიმართული. თუმცა, სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს ჩამოწოლილი მეწყერის მიწის მასის შემადგენლობა.
„90-მდე მძიმე ტექნიკა მუშაობს, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე. ტექნიკა დაემატება, რათა სამძებრო სამუშაოებისთვის არეალი გაფართოვდეს. ამ ეტაპზე 8 ძირითად ლოკაციაზე ვმუშაობთ, მოხერხდა წყლის ხიდის ქვეშ გადაგდება, რამაც სამუშაო არეალის გაფართოების საშუალება მოგვცა.“ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართული შეკრების შემდეგ განაცხადა.
საძიებო სამუშაოების შედეგად, დღეს კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. სამუშაოები გრძელდება და დამატებითი და გაფართოვებული დავალებებისთვის, ადგილზე მობილიზებულია რესურსი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content