,,ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მობილიზებული სპეციალური ტექნიკა მეხუთე დღეა აგრძელებს მუშაობას სტიქიის ზონაში. ამ დროისთვის, ადგილზეა მობილიზებული 100 -ზე მეტი სპეციალური ტექნიკა, აქედან 86 ერთეული მძიმე ტექნიკა ჩართულია საძიებო სამუშაოებში 8 პრიორიტეტულ მდებარეობაზე

by magda

07.08.2023წ.

,,ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მობილიზებული სპეციალური ტექნიკა მეხუთე დღეა აგრძელებს მუშაობას სტიქიის ზონაში. ამ დროისთვის, ადგილზეა მობილიზებული 100 -ზე მეტი სპეციალური ტექნიკა, აქედან 86 ერთეული მძიმე ტექნიკა ჩართულია საძიებო სამუშაოებში 8 პრიორიტეტულ მდებარეობაზე.
დამატებითი და გაფართოვებული დავალებებისთვის ადგილზე მობილიზებული გვაქვს დამატებითი რესურსი.
მძიმე ტექნიკა გადანაწილებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად განსაზღვრულ, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სამუშაოებს აწარმოებენ ამავე სამსახურის წარმომადგენლების უშუალო მითითებებითა და ზედამხედველობით. გუშინ, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა მჟავე წყლების მიმართულებით გზის გაყვანა და მდინარის ფონის გადალახვა, რაც გუშინვე იქნა მიღწეული. ტექნიკა ამ მდებარეობაზე გადაყვანილია და გუშინვე დაიწყო სამუშაოები.
მძიმე ტექნიკა გუშინ და დღეს მუშაობს, როგორც შოვის ტერიტორიაზე, ისე მდინარის კალაპოტში, ფონის გაგანიერების და გაწმენდის მიზნით. ასევე, წარმოებს მდინარე ბდღვიორასა და მდინარე ჭანჭახის გაწმენდისა და კალაპოტის ფორმირების სამუშაოები.
სტიქიის პირველ დღეებში, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო კურორტ შოვთან დამაკავშირებელი დროებითი ხიდისა და გზის მოწყობა. ამისათვის საჭირო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო. 24 საათიანი მუშაობის შედეგად, მძიმე ტექნიკამ, ხიდის მონტაჟისთვის, გაწმინდა მდინარის კალაპოტი და პარალელურად მუშაობდა სტიქიის ზონასთან მისასვლელი გზის მოწყობაზე ორი მიმართულებით. 4 აგვისტოს დროებითი ხიდი უკვე მოეწყო და შესაბამისად, ნებისმიერი ტექნიკის გადაყვანის შესაძლებლობა გაჩნდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, სტიქიის პირველივე დღეს დაიწყო მძიმე ტექნიკის მობილიზაცია. კერძოდ, ადგილზე მობილიზაცია გაუკეთდა ექსაკავატორებს, ბულდოზერებს, თვითმცლელებს და ამწეებს. ეს ტექნიკა ეხმარება შესაბამის სამსახურებს რთულად გადასალახ ღვარცოფულ მასაში ძებნა-შველის სამუშაოების წარმოებაში’’ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრმა ღრმა მწუხარება გამოხატა და მიუსამძიმრა რაჭაში განვითარებული სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content