მეოთხე დღეა კურორტ შოვში სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

by magda

07.08.2023წ.

მეოთხე დღეა კურორტ შოვში სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.
სტიქიის ეპიცენტრში დილიდან იმყოფებოდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ისინი პირადად ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას და იმ ადამიანების ოჯახის წევრებს რომელთა სამძებრო სამუშაოებიც ამ დრომდე მიმდინარეობს.
ამ ეტაპისათვის მობილიზებულია 78 ერთეული მძიმე ტექნიკა.
ტექნიკის მობილიზება და მუშაობა, საძიებო სამუშაოებისათვის, მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ 7 მდებარეობაზე.
ამასთან, დროებითი ხიდის მიმდებარედ, გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და მჟავე წყლებთან შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები.
ძებნისა და კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ბდღვიორაზეც.
დამატებითი და გაფართოვებული დავალებებისათვის, ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content