რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ონის სამედიცინო დაწესებულება მალე პაციენტებს განახლებული ვიზუალით დახვდება

by magda

17.06.2023წ.

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ონის სამედიცინო დაწესებულება მალე პაციენტებს განახლებული ვიზუალით დახვდება. შენობის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო.
ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ბერია ონის კლინიკაში საქართველოს მასშტაბით გაცნობითი ვიზიტების ფარგლებში იმყოფებოდა.
ადგილობრივ მენეჯმენტთან შეხვედრას დაესწრო სამუშაო ჯგუფიც, რომლის მიზანიც ცენტრის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში სერვისების და ცენტრალურ ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაა.
ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა ყველა მიმდინარე საკითხი და სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილია სამომავლოდ განსახორციელებელი სამუშაოების ნუსხა.
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ონის კლინიკის ბალანსზე 4000 მდე ბენეფიციარია

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content