11
14.03.2023წ.
ქალაქ ონში მცხოვრები მოსახლეობის საყურადღებოდ!
16 მარტს, ქალაქ ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „საბა“ წარმომადგენლები, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ ადგილობრივ მოსახლეობასთან.
შეხვედრები ქალაქ ონში შემდეგი გრაფიკით გაიმართება:
I ლოკაცია – 13:00 სთ, ვახტანგ VI ქუჩა (მუხასთან) არტუანის უბნიდან გიორგი მაისურაძის ქუჩის ჩათვლით.
II ლოკაცია – 14:00 სთ, ჯიმი მაისურაძის ქუჩა აღმაშენებლის მოედნიდან ჯიმი მაისურაძის ქუჩის ჩათვლით.
Ill ლოკაცია – 15:00 სთ, გვანცა დედოფლის ქუჩა, გვანცა დედოფლის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით.
IV ლოკაცია – 16:00 სთ, სააკაძის ქუჩა (მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებთან) სააკაძის ქუჩიდან მოედნის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საბა“-ს დირექტორმა, არჩილ ხაბურძანიამ მოაწერეს.
ონში არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოძველებულია და განახლებას საჭიროებს.
პროექტით გათვალისწინებულია წყლის გამწმენდი ნაგებობის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობა. დამატებით მოეწყობა,10კმ-მდე წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი და 7 კმ ფოლადის მაგისტრალური მილი.
სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2024 წლის ბოლოს არის დაგეგმილი,რომლის შემდეგაც ონის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 18 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.