6
07.03. 2023წ
ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
7 მარტს, საერთო კრებები ჩატარდა კვაშხიეთის და ფარახეთის ადმინისტრაციული ერთეულებში, სადაც პრიორიტეტულად დასახელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:
სოფელი კვაშხიეთი – სასმელი წყლის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხის მოწყობა;
სოფელი ზუდალი – საუბნო გზის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხის მოწყობა;
სოფელი ჯოისუბანი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სოფელი ზვარეთი – გზის რეაბილიტაცია, გარე განათების წერტილების დამატება;
სოფელი ხეითი – გზის რეაბილიტაცია;
სოფელი ბოყვა – წყლის რეაბილიტაცია, სკვერის კეთილმოწყობა;
სოფელი სევა – სასაფლაოს შემოღობვა;
სოფელი ფარახეთი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სოფელი შარდომეთი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სოფელი ახალი ჩორდი – სანიაღვრე არხის მოწყობა;
სოფელი ჭიბრევი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხის მოწყობა, გარე განათების წერტილების დამატება.
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად.
ყველა დასახელებულ პროექტს კი ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს