ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

by magda

07.03.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან და მერის წარმომადგენელთან ერთად წედისის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებზე შემდეგი პრიორიტეტები განისაზღვრა:
სოფელი ირი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სკვერის კეთილმოწყობა;
სოფელი წედისი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სოფელი სხანარი – სანიაღვრე არხის კეთილმოწყობა;
სოფელი ქვედი – სანიღვრე არხის და გარე განათების კეთილმოწყობა;
სოფელი ქვედრულა – წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content