17
06.03.2023წ.
ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, მერიის შესაბამის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან და მერის წარმომადგენელთან ერთად, ცხმორის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებზე შემდეგი პრიორიტეტები განისაზღვრა:
სოფელი ბაჯიხევი – საუბნო გზის რეაბილიტაცია.
სოფელი ფსორი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
სოფელი ღუნდა – წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.