USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით

by magda

05.03.2023წ.

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.
კონკურსის მიზანია სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, მათი თემების ლიდერებად თუ მუნიციპალური განვითარების მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბება. საგრანტო პროგრამა დაეხმარება სათემო ორგანიზაციებს სამიზნე აუდიტორიის გაფართოებაში. კერძოდ, პროგრამა ხელს შეუწყობს სათემო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკურ გაძლიერებას, საქმიანობენ გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებებისაგან გამოწვეული შედეგების შემარბილებელი ღონისძიებებისა და გაუმჯობესებული ბიზნეს გარემოს ადვოკატირების მიმართულებით.
სრული ინფორმაცია საგრანტო განაცხადებთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 25 მარტი, 2023 წელი.
განმცხადებლებს შეუძლიათ კითხვების დასმა ელ-ფოსტის საშუალებით: grants@cnfageorgia.org
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 14 აპრილი, 2023 წელი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content