14
02.03.2023წ.
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 50 894 ჰექტარ ფართობზე ეროვნული პარკი შეიქმნა.
დაცული ტერიტორიების დაარსება ხელს შეუწყობს რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ბუნებრივ-კულტურული ფასეულობის დაცვა-შენარჩუნებას. ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და ჩართვას ტურისტულ სერვისებში.
რაჭის დაცული ტერიტორიების დაარსების ფარგლებში, შეიქმნება ადმინისტრაციული ცენტრი, რეგიონი მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს – ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები; ტურისტული სერვისები, განვითარდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ტურისტული სალაშქრო ბილიკები, საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები, დაინერგება ახალი ტურისტული სერვისები.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროეტი 2023 წლის პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში