რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე ონის მუნიციპალიტეტის მერს – სერგი ხიდეშელს და მის მოადგილეებს შეხვდა

by magda

25.10.2022წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე ონის მუნიციპალიტეტის მერს – სერგი ხიდეშელს და მის მოადგილეებს შეხვდა.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა, როგორც ქ.ონში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე. ასევე, საუბარი შეეხო სამომავლო განსახორციელებელ გეგმებს.
სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილე – ქრისტინა კობახიძემ, მუნიციპალიტეტის მერთან – სერგი ხიდეშელთან და მერის მოადგილეებთან ერთად, სოფ. ლაგვანთაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარე საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის სამუშაოები მოინახულა.
პროექტი მოიცავს გოფრირებული მილების მონტაჟს, ქვიშის საფენის, ფასონური ნაწილებისა და 5000 ლიტრის მოცულობის სეპტიკის მოწყობას. ასევე, მრგვალი ანაკრები ჭების მონტაჟს კედლის დახვრეტით მილების დაერთების მიზნით.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 133 424 ლარს შეადგენს, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ქუთაისწყალმშენი“ ასრულებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content