17
23.10.2022წ.
ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 23-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ონელმა სპორტსმენმა – მირიან მაისურაძემ 92 კგ წონით კატეგორიაში უკრაინის წარმომადგენელი – საჰალიუკი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი შემატა!
ვულოცავთ მირიანს, ჩვენი კუთხის ღირსეულ ახალგაზრდა სპორტსმენს, ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას შემდომ ასპარეზობებზე!
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერის – სერგი ხიდეშელის გადაწყვეტილებით, ყველა წარმატებულ ონელ სპორტსმენს მიღწეული წარმატებისა და სპორტის პოპულარიზაციისთვის, გადაეცემა ფულადი ჯილდო.