17 ოქტომბერი ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა

by magda

17.10.2022წ.

17 ოქტომბერი ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა, ადამიანების, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებით იბრძოლეს.
1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რომელიც, შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.
საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მეცხრედ აღინიშნება.
ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი ულოცავს ვეტერანებს ამ დღეს და უსურვებს ჯანმრთელობას.
ამ დღესთან დაკავშირებით მერიამ სოციალურად დაუცველ ომის ვეტერანებს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადასცა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content