ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად გრძელდება

by magda

24.08.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
სოფელ შქმერში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია დასრულდა.
სოფელ ნიგვზნარაში საზოგადოების თავშეყრის ადგილზე სველი წერტილის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილე-ლევან შერაზადიშვილი, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი, აღნიშნულ სოფლებში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ შესრულებული სამუშაოების მდგომარეობას.
დასრულებული პროექტების მონიტორინგის პარალელურად,სოფელ შქმერში სერგი ხიდეშელი გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნო მათ საჭიროებებს და რიგი პრობლემების მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში დახმარებას დაპირდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ შქმერში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია ი/მ სიმონ ჩარკვიანმა შეასრულა, ხოლო სოფელ ნიგვზნარაში სველი წერტილის მოწყობის სამუშაოები ი/მ დავით გობეჯიშვილის მიერ შესრულდა, ორივე სოფელში სამუშაოები სრულად დაფინანსებული იყო სახელმწიფოს მიერ .
სერგი ხიდეშელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული პროექტების მონიტორინგს კვლავ აქტიურად განაგრძობს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content