ძლიერმა წვიმებმა პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია, რის გამოც დაზიანდა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეფერხდა

by magda

07.04.2022წ.

6 აპრილს ძლიერმა წვიმებმა პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია, რის გამოც დაზიანდა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეფერხდა, აღნიშნულიდან გამომდინარე საჭირო გახდა ცხმორი-ღუნდას ალტერნატიული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.
ონის მუნიციპალიტეტის მერი, დილიდან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნულ სოფლებთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.
ჩართულია მძიმე ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაფართოებისა და გასუფთავების სამუშაოები.
უახლოეს ვადაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები, შეისწავლიან არსებულ მდგომარეობას და მათ მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე დაიწყება დაზიანებული გზის მონაკვეთის პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content