30
11.01.2022წ
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში 11 იანვარს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილეებთან გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად, 2022 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან.
სერგი ხიდეშელმა თანამშრომლებს შობა – ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.
შეხვედრაზე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ინფორმაცია სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრაზე განხილული იქნა 2021 წელს მუშაობის პერიოდში გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები.
“ეს წელი იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე 2021 წელი, ამის იმედს მაძლევს გუნდი, რომელიც გვერდში მიდგას. შრომით, მეტი ენთუზიაზმით და ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა შევძლოთ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა” – განაცხადა შეხვედრაზე სერგი ხიდეშელმა.