ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

by magda

30.06.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

30 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილეებთან სერგო ხიდეშელთან და ეკა მაისურაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების საკითხს დაეთმო და აღინიშნა, რომ უახლოეს დროში ადმინისტრაციულ ერთეულებში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად დაიწყება.
შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ.
განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.
ყურადღება გამახვილდა ადმინისტრაციულ ერთეულებში სასმელი წყლის მარაგის მკვეთრ კლებაზე,რომლის აღმოსაფხვრელადაც დასაგეგმი იქნება დამატებითი ღონისძიებები.
ვიცე მერის სეგო ხიდეშელის განცხადებით, აღნიშნული საკითხის შესწავლაში უშუალოდ ჩაერთვება, რათა მერიის მხრიდან დროულად იქნას მიღებული საჭირო ზომები.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content