ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

by magda

23.06.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
23 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან, ეკა მაისურაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის დასაწყისში მერმა წარმომადგენლებს, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებები გააცნო, რომლის მიხედვითაც 1 ივლისიდან გადაადგილების შეზღუდვა უქმდება და უკვე დღიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.
ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელმა ირინა გობეჯიშვილმა ისაუბრა ქალთა ეკონომიური გაძლიერებისთვის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის შესახებ, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება,
განსაკუთრებული ყურადღება ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების საკითხს დაეთმო და აღინიშნა, რომ უახლოეს დროში ადმინისტრაციულ ერთეულებში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად დაიწყება
შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ , განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები,

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content