ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან

by magda

03.02.2021წ.

3 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან.
 შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევის საკითხები და საჭირო პროცედურები.
 მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული ,მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.
 ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელმა მირანდა მეტრეველმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შედგება გრაფიკი, რომლის მიხედვითაც გაიმართება შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს პრიორიტეტულ პროექტს, რომელიც 2021 წელს განხორციელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content