2
31.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიის სალიკვიდაციო პროცესში, ქ. ონში ბაზირებული სასაზღვრო პოლიციის ორი ერთეული ვერტმფრენი, ემსახურება:
მუნიციპალიტეტის გადაუდებელ საჭიროებებს
მაშველების გადაყვანას
სოფლებში საკვებისა და მედიკამენტების მიწოდებას
მოსახლეობის სოფლებიდან ევაკუაციას.
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, აუცილებელი საჭიროების გარდა ვერტმფრენით გადაადგილება სტიქიის ზონაში შეზღუდულია, პრობლემების თავიდან აცილების მიზნით გთხოვთ მიმართოთ პასუხისმგებელ პირს:
საკონტაქტო პირი მაია გობეჯიშვილი 599224842.