6 ივლისს საქართველოს მასშტაბით ეროვნული გამოცდები დაიწყო

by magda

06.07.2020წ.

დღეს 6 ივლისს საქართველოს მასშტაბით ეროვნული გამოცდები დაიწყო.
ჩვენს საამაყო ახალგაზრდებს ვუსურვებ დიდ წარმატებებს ცხოვრების ამ ძალიან მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო და საინტერესო ეტაპზე!
იმედი მაქვს ეროვნული გამოცდებზე ონის მუნიციპალიტეტის აბიტურიენტებს ჩვეული წარმატება ექნებათ , ასევე დარწმუნებული ვარ, სტუდენტობის პერიოდში მიღებული ხარისხიანი განათლების შემდეგ საკუთარ გამოცდილებას, შესაძლებლობებს , ნიჭსა და უნარებს გონივრულად მოახმარენ მშობლიურ მუნიციპალიტეტს და ჩვენს ქვეყანას .
თქვენი სახით საქართველოს ეყოლება კიდევ უფრო წარმატებული თაობა. დადგება დრო, თქვენ ახალ სიტყვას იტყვით და საჭირო ადგილს დაიკავებთ ცხოვრებაში.
ჩვენ გვჯერა თქვენი!
კიდევ ერთხელ წარმატებები მინდა გისურვოთ ამ გზაზე!
მუდამ თქვენი გულშემატკივარი და მეგობარი
დავით ჩიკვაიძე
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content