ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად , სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან

by magda

04.06.2020წ.

4 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად , სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს ხანში რეაგირებას მოითხოვს. განიხილეს სოფლებში ტრანსპორტირების, სოფლამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხების მოწყობის, ასევე სასმელი წყლის სისტემის და სტიქიური ნაგავსაყრელების მოწესრიგების საკითხები, ასევე ისაუბრეს ნაპირსამაგრი სამუშაოების, მდინარის კალაპოტის წმენდის და მიწის რეგისტრაციის შესახებ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლი დავით ჩიკვაიძე მიესალმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დადებით გამოხმაურებას სტიქიური ნაგავსაყრელების გაუქმების შესახებ და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში გამოიკვეთება ის სოფლები, სადაც საჭიროა ნაგვის ურნების განთავსება, რის შემდეგაც განხორციელდება მოთხოვნების ეტაპობრივი დაკმაყოფილება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content