ონში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

by magda

03.05.2020წ.

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ წედისში იმყოფებოდა და იქ მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა.

რწმუნებულმა მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები მოისმინა, როგორც აღინიშნა, არც საკვებისა და არც მედიკამენტების მომარაგების კუთხით პრობლემები არ აქვთ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსაც იცავენ და სრულყოფილი ინფორმაცია აქვთ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებზე.

აგრეთვე, სოფელში თერმოსკრინინგის მიმდინარეობას ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ეკა მაისურაძესთან ერთად გაეცნო და ექიმებს გაესაუბრა.

არჩილ ჯაფარიძემ წედისში მცხოვრებ მოსახლეობას ქართული წარმოების პირბადეები გადასცა და სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებზე მათთან ერთად იმსჯელა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content