8 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს „ რაჭა 2005“, შპს „ სამშენებლო სარემონტო სამმართველო სევერნი ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს „ ინდივიდ პარტნიორი“და შპს „ლიზი“ წარმომადგენლებთან

8.11.2019წ.

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს „ რაჭა 2005“, შპს „ სამშენებლო სარემონტო სამმართველო სევერნი ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს „ ინდივიდ პარტნიორი“და შპს „ლიზი“ წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ქალქ ონში სანიაღვრე არხების მოწყობის, ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის (პირველი ეტაპი) სამუშაოების საკითხები, ასევე ისაუბრეს სოფელ ლაჩთა-შეუბანში გზის რეაბილიტაციის და ბარი-მრავალძლის გზის ასფალტირების შესახებ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე და დასრულების ვადებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა