7 ოქტომბერს, ონის მუნიციპალიტეტის სოფ.ნაკიეთში, ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

by magda

9.10.2019წ.

7 ოქტომბერს, ონის მუნიციპალიტეტის სოფ.ნაკიეთში, ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები. დამწვარია სახლების ძირითადი ნაწილი.

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ონისა და ამბროლაურის სამი სახანძრო- სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული, თუმცა, სახლების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაზარალებულ ოჯახებს მხარის რწმუნებული-არჩილ ჯაფარიძე, მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან -დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად შეხვდა, ბინის ქირით უზრუნველყოფა და საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დახმარება შესთავაზა.

ონის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ხანძრით დაზარალებულ, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახებს გაეწევა დახმარება 3 000 ლარის ოდენობით.

მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახებს ხე-მასალითაც დაეხმარება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content