7 ნოემბერს ონის მუნიპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

by magda

7.11.2019წ.

7 ნოემბერს ონის მუნიპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წევრებმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტთან, მიხეილ თოქმაზიშვილთან ერთად, განიხილეს გენდერული გეგმა, რომელიც მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის ინტეგრირებული ნაწილია, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ განისაზღვროს თუ რა ზეგავლენა ექნება ონის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი, სტრატეგიული სოციალური და ეკონომიკური გეგმების განხორციელებას გენდერულად განსხვავებული საჭიროებების დაკმაყოფილებაში და თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფაში. შეხვედრის მონაწილეებმა ექსპერტთან ერთად ასევე იმსჯელეს გენდერული ინდიკატორების შედგენის მნიშვნელობასა და ამ თვალსაზრისით საინფორმაციო ბაზის განახლების საჭიროებებზე.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული აქტივობა ხორციელდება „მონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (AYEG) ახორციელებს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან (LDA) ერთად. თავის მხრივ, პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს დანიის საგარეოს საქმეთა სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (ADC) მხარდაჭერით.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content