17 მარტს ბულგარეთში ონის სასპორტო სკოლის მოსწავლე თორნიკე სამხარაძემ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

ტურნირში მონაწილეობას იღებდა ონის სასპორტო სკოლის მოსწავლე თორნიკე სამხარაძე, რომელმაც 75 კგ.წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ქართველი ჭაბუკების 11 მედალი და გუნდური პირველი ადგილი ბულგარეთიდან.

16-17 მარტს, ბულგარეთის ქალაქ გალობოვოში სკოლის ასაკის ჭაბუკთა შორის U15 “Zlati Dinev Roydev”-ის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.

UWW-ს ეგიდით გამართულ შეჯიბრზე საქართველოს თავისუფალი სტილით ჭაბუკთა ნაკრებმა 7 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონები თორნიკე ასაბაშვილი (38 კგ), დავით ქობულაშვილი (41 კგ), საბა კობახიძე (44 კგ), გიორგი გოგრიჭიანი (48 კგ), ლუკა ვანიშვილი (52 კგ), თორნიკე სამხარაძე (75 კგ) და მიშიკო კალაიჯიშვილი (85 კგ) გახდნენ.

ვერცხლის მედალს მაგომედ მაგომედოვი (44 კგ) დასჯერდა, ბრინჯაოს მედლები ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა (38 კგ), გიორგი აბულაშვილმა (57 კგ) და გიორგი სუმარნიძემ (75 კგ) მოიპოვეს.

გუნდს ჯონი ლორია, კახაბერ დობორჯგინიძე და გოჩა კირკიტაძე ხელმძღვანელობდნენ.

ონის მუნიციპალიტეტი თორნიკე სამხარაძეს ულოცავს გამარჯვებას. უსურვებს წარმატებეს სპორტულ კარიერასა და პირად ცხოვრებაში.

  

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო