11.05.2022
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმმა, რომელიც გასული წლის 5 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგო ხიდეშელის და დანიის არქიტექტურისა დიზაინის სამეფო აკადემიის წარმომადგენლებს შორის შეხვერაზე ონის მუნიციპალიტეტსა და ა(ა)იპ ფეა თრიიზ ფაუნდეიშენს (ფონდი ფეა თრიიზი) შორის გაფორმდა მუშაობა დაიწყო !
მემორანდუმის მიზანი ონის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო აქტივობებისა და გაცვლითი პროგრამების მუდმივი ბაზისა და ეკო-ტურისტული ცენტრების შექმნა არის, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს.
პროექტი III ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ონში დანიის სამეფო აკადემიის საგაზაფხულო სკოლამ პირველი 20 სტუდენტი მიიღო.
ორი კვირის განმავლობაში სტუდენტებმა დანიიდან და საქართველოდან მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში, რომლებიც მიმართულია რაჭაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარების ხელშეწყობისკენ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა რაჭაში ტრადიციული ოდა სახლების არქიტექტურასა და სამშენებლო ტექნიკას გაეცვნენ.
პროექტში აქტიურ მონაწილეობას იღებს ონის სამხატვრო სკოლა: მოსწავლეები და კურსდამთავრებულები.
7 მაისს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მოადგილეებთან ერთად დანიის სამეფო აკადემიის წარმომადგენლებს და სტუდენტებს შეხვდა.