5 სექტემბერს, ქალაქ ონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ძუძუს კიბოს სკრინინგის უფასო აქცია გაიმართა

04.09.2025წ.

5 სექტემბერს, ქალაქ ონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ძუძუს კიბოს სკრინინგის უფასო აქცია გაიმართა.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი.
40-70 წლის ქალბატონებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მამომობილის მეშვეობით, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, ესარგებლათ ზემოაღნიშნული სერვისით.
მსგავსი ტიპის აქციები, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, რეგულარულად იმართება.

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა