ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის ეროვნული პარკის სადემარკაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

by newadmin newadmin

17.05.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის ეროვნული პარკის სადემარკაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს დემარკაციის მნიშვნელობა დაცული ტერიტორიების ეფექტიანი მართვისა და მდგრადი განვითარების პროცესში.
ამ ეტაპზე, სადემარკაციო სამუშაოები გლოლასა და საკაურას თემის სოფლების მიმდებარედ მიმდინარეობს. პროცესის ფარგლებში განიხილება და დაზუსტდება დაცული ტერიტორიის საზღვრები და მათგან გაიმიჯნება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, მოქმედი საკულტო ნაგებობები და სხვა არატიპური ინფრასტრუქტურული ობიექტები.
შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება მოსახლეობის აქტიურ ჩართულობასა და მათი ინტერესების გათვალისწინებაზე გაამახვილეს.
აღსანიშნავია, რომ სადემარკაციო სამუშაოები ყოველი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის ან არსებული ტერიტორიის გაფართოების შემდეგ ხორციელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content