7
31.10.2019წ.
31 ოქტომბერს, ონის მუნიპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვების პროცესის პარალელურად, საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულობისთვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართოს სამიზნე ჯგუფებთან. ამას გარდა, მერიის შესაბამის სამსახურებს დაევალა მათ კომპეტენციას განკუთვნილ საკურატორო სფეროებთან მიმართებით კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება დოკუმენტის სტრუქტურის შინაარსობრივი მხარის შესამუშავებლად.