58
31 მაისს საქართველო პოლიციის დღეს აღნიშნავს.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა ეს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცეს ქ.ონის პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც პროფესიის არჩევისას დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება აიღეს ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინაშე, საკუთარი სიცოცხლის ფასად ემსახურონ სამშობლოს და სამართალს.
ონის მუნიციპალიტეტი ულოცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ყველა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს პროფესიულ დღესასწაულს.