03.07.2025წ.

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებითა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ ონის, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2025” გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მონაწილეთა აღლუმი, საზეიმო გახსნა და გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.
გალა კონცერტი დაჯილდოებით დასრულდა, ფესტივალის ორგანიზატორებმა ნომინაციებში გამარჯვებულებს, დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა