5
03.03.2024წ.
3 მარტი- “დედის დღე”
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე , ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მრავალშვილიან დედებს ესტუმრნენ, დედის დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
3 მარტი, დედის დღე, დედისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა. ყველა დედას ვუსურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გახარებას და რაც მთავარია სამშობლოსათვის განათლებული და საამაყო შვილების გაზრდას.