3 აგვისტოს, მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი ჩამოწვა

03.08.2023წ.

3 აგვისტოს, მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად განადგურდა კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურა.
მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ადგილზე მობილიზებული იყო ტექნიკა და უმოკლეს ვადებში დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი ,რომლებიც სამაშველო ღონისძიებას ხელმძღვანელობენ, ასევე რაჭა-ლეჩუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
რაჭა-ლეჩუმ- ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ პირადად მიიღო მონაწილეობა დაზარალებული მოსახლეობის ევაკუაციაში.
ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საფეხბურთო კლუბი “მამისონის” ორგანიზებით, 17- 18 ივლისს ქალაქ ონში, ბეერშევას სახელობის პარკში მდებარე ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა გიორგი კირვალიძის (ბოკვერა) სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გამართულ თბილისის ქალთა გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე სოფელ ღარში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მოსახლეობას შეხვდა