29 მაისს, ქართველი მსახიობს, რეჟისორს, საქართველოს სახალხო არტისტს, გიგა ჯაფარიძეს დაბადებიდან 101 წელი შეუსრულდა

29.05.2025წ.

დღეს, 29 მაისს, ქართველი მსახიობს, რეჟისორს, საქართველოს სახალხო არტისტს, გიგა ჯაფარიძეს დაბადებიდან 101 წელი შეუსრულდა.
გიგა ჯაფარიძემ თეატრალური მოღვაწეობა ამბროლაურის თეატრის სცენაზე დაიწყო. მისი რეჟისორობის პერიოდში ამბროლაურის თეატრს „სახალხო“ წოდება მიენიჭა. რამდენიმე წლის შემდეგ ქალაქ ონში დაბრუნდა და იქ წარმატებულად გააგრძელა პროფესიული საქმიანობა. მას ასევე დიდი წვლილი მიუძღვის რაჭული გუდასტვირის გადარჩენის საქმეში.
აღსანიშნავია, რომ ონის კულტურის ცენტრი და ცენტრალური პარკი დიდი სიყვარულისა და პატივიცემის ნიშნად გიგა ჯაფარიძის სახელს ატარებს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა