ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

07.04.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირი ქალებისა და გოგონების, ასევე ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების დაცვის ხელშეწყობა, არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით. მათი ცნობიერების ამაღლება საქართველოს კანონის შშმ პირთა უფლებების მიმართ, ასევე შშმ პირთა უფლებების კონვენციის გაცნობა 2023 წელს გაწეული მუშაობის ჭრილში.
არცერთი 2-დან 18 წლამდე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვი, მათ შორის შშმ ბავშვები განათლებაში ინკლუზიის გარეშე. საზოგადოებრივ ცხოვრებაში უწყვეტი მონაწილეობისა და ბიოლოგიურ ოჯახში მათი ცხოვრებისთვის აუცილებელი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მდგომარეობა.
მუნიციპალიტეტის მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შესაბამისი პროგრამების შემუშავების პროცესში, შშმ პირთა ჩართულობის მდგომარეობის შესახებ. ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლისა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გაწეული მუშაობის შესახებ

 

Related posts

#ონელობა2026

ონის მუნიციპალიტეტში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 10 ვაკანსია ცხადდება

ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ფინანსური დახმარება გაიცემა მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე