დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს

07.02.2024წ.

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.
დღეს დილიდან დაიწყო როგორც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების , ასევე ქ.ონის ცენტრალური ქუჩების გაწმენდიᲗი სამუᲨაოები.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობოდნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
ამᲟამად ონის მუნიციპალიტეტში ქ.ონში იწმინდება შიდა გზები, მუშაობს 7 ერთეული JCB -ის ტიპის ტექნიკა, ელ. ენერგია ამ დროისთვის მიეწოდება მხოლოდ ქალაქის ნაწილს. სოფლებში დაწყებულია შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები.
გზების წმენდის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებულ უბნებზე ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ონში და ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა.
დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში შეფერხდა საავტომობილო გადაადგილება, ასევე შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება.
უწყვეტ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისთვის.
ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება პრობლემების აღმოსაფხვრელად.
გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერᲗეულებᲨი საᲭიროების ᲨემᲗხვევაᲨი კვლავ გაგრᲫელდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა