გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ორგანიზებით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 25 აგვისტოს ქალაქ ონში გაიმართა მე-2 აგრო-ფესტივალი.
ფესტივალს ესტუმრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, გუბერნატორის მოადგილ;ეები ლევან ქვათაძე და გიორგი გონაძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე და სხვა ოფიციალური პირები.
აგრო-ფესტივალი, რომელმაც ესტაფეტა შარშან ამბროლაურში აიღო, უკვე ტრადიციად იქცა. ტრადიციად, რომელიც დიდი შრომის და ინოვაციების მეშვეობით ხელს უწყობს ქართული, ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმის პოპულარიზაციას, რომელიც ჩვენი ბენეფიციარების, მშრომელი ქართველი მეწარმეების ხელით იქმნება. აგრო-ფესტივალში ონის, ამბროლაურის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების 100 ბენეფიციარი იღებდა მონაწილეობას.